სამინისტროს ინფორმაციით, ალასანიამ დაჭრილი სამხედროები სამხრეთ-დასავლეთ რეგიონალური სარდლობის ხელმძღვანელთან, გენერალ-მაიორ უოლტერ მილერთან ერთად მოინახულა.

“მინისტრმა ქართველი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მათი მკურნალი ექიმებისგან პირადად მიიღო. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი დაჭრილ სამხედროებს გაესაუბრა, მან ჯარისკაცებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა”, – ნათქვამია სამინისტროს ოფიციალურ ვებ–გვერდზე.

გუშინ, 6 ივნისს, ჰელმანდის პროვინციაში, ქართულ ბაზაზე მომხდარი ტერაქტის შედეგად 9 ქართველი ჯარისკაცი დაიჭრა. დაჭრილები სამხედროები ბაზა „ბასტიონზე“ მდებარე ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალში გადიან მკურნალობას. უმეტეს მათგანს ბაროტრავმა აღენიშნება. 42-ე ბატალიონის სამხედრო ექიმის, მაიორ ზურაბ ზაქარაიას თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *