მსახიობი ლიკა ქავჟარაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

მსახიობი ლიკა ქავჟარაძე საკუთარ სახლში  გარდაცვლილი იპოვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნეტგაზეთს განუცხადა, პირველადი ინფორმაციით, სიკვდილი ბუნებრივად დადგა და გარდაცვლილს არ აღენიშნება ძალადობის კვალი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ლიკა ქავჟარაძე 1959 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა. იგი საყოველთაოდ ცნობილი გახდა 1977 წელს გადაღებული ფილმით “ნატვრის ხე”. ის ასევე  მონაწილეობდა ფილმებში   “უძინართა მზე” ,  “პეპელა”.