თბილისს დუდუ დადიანის სახელობის ქუჩა აქვს

თბილისს კალათბურთელ დუდუ დადიანის სახელობის ქუჩა აქვს. საკრებულოს გადაწყვეტილებით, დუდუ დადიანის სახელი ვაკის რაიონში, მამია გურიელის ქუჩის მონაკვეთს მიენიჭა.

დუდუ დადიანი 2002 წელს თბილისში მოკლეს. ის საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრი და შემდგომში კალათბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი იყო.

documentImage-2