ფაროსანა დაავადების გადამტანი არ არის – პაატა იმნაძე

აზიური ფაროსანა, რომელიც მასშტაბურადაა უკვე გავრცელებული საქართველოში, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, თუმცა მის მიმართ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს ალერგია.

ამის შესახებ 11 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განცხადა.

პაატა იმნაძე“ფაროსანა არ მიეკუთვნება იმ მწერებს, რომლებიც  ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშია. დაავადების- საშიშის თუ არასაშიშის- ფაროსანა გადამტანი არ არის. აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის სფეროსთვის ეს მწერი საინტერესო არ არის. თუმცა, რა თქმა უნდა, ის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ეკონომიკური ზიანის მომტანი”,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე განმარტებით, ერთადერთი შესაძლებელია, რომ ადამიანს მწერის მიმართ ალერგია განუვითარდეს, რომელიც სხვადასხვა ფორმით გამოიხატება, შეიძელება ეს იყოს გამონაყარი და სხვა. პაატა იმნაძე განმარტავს, რომ ფაროსანაზე ალერგიის შემთხვევები დაფიქსირდა თუ არა, ამაზე ინფორმაცია არ აქვს, რადგან ალერგიის ცალკეული შემთხვევა არც “ჩვენთან და არც სადმე მსოფლიოში არ აღირიცხება” .

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ ფაროსანა ადამიანს საერთოდ არ ეტანება, ის არ იკბინება.


მოკლედ: