ჩრდილოეთ კალიფორნიაში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა. კვირას გაჩენილი ხანძრის დროს ათასობით სახლი განადგურდა. ხანძარმა ყველაზე მეტად ქალაქები სანტა როსა და სან-ფრანცისკოს ჩრდილოეთი ნაწილი დააზარალა.
სამშაბათ საღამოს რეგიონიდან 20 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
“დამწვარი სახლები და საოცრად ლამაზი ადგილები მძიმე სანახავია, თუმცა ადამიანების დაღუპვა უდიდესი ტკივილია,”-განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა.
კალიფორნიის სახანძრო სამსახურის უფროსმა BBC-ს უთხრა, რომ ამ დროითვის დაახლოებით 26 000 ჰექტარია გადამწვარი. ხანძარი რეგიონში 8 ოქტომბერს გაჩნდა და ქარის გამო დიდ ტერიტორიაზე გავრცელდა.