პატიმრების პროტესტი ქუთაისის ციხეში

“ისინი ზუგდიდელები არიან და მოითხოვენ ზუგდიდის ციხეში გადაყვანას. ასევე, ითხოვენ მათი ოჯახის წევრებზე ზეწოლის აღკვეთას და მათზე მოძალადე პოლიციელების დასჯას. ეს პოლიციელბი არიან: სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე ზეცაშვილი, აბაშის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე როსტობაია და სენაკის პოლიციის რაიონის უფროსის მოადგილე გუნია. ციხის ადმინისტრაცია გვეუბნება, რომ ამ პატიმრების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება, მაგრამ პატიმრები აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და ზუგდიდში არ გადაიყვანენ, მაშინ ისინი ხვალ ფეხებსაც დაიჭედებენ. ამას როგორ გააკეთებენ, არ ვიცი, მაგრამ რადგან ხელებზე მოახერხეს, ალბათ, ფეხებზეც შეძლებენ”, – განაცხადა ადვოკატმა.

 

აღნიშნული პატიმრების ოჯახები ხვალიდან ციხის შენობის წინ შიმშილობის აქციის დაწყებას აპირებენ. ლევან ეჯიბიას მამიდა ია ეჯიბია ამბობს, რომ მათ ოჯახში შეუგდეს ანონიმური წერილი, სადაც ნათქვამია, რომ თუ ეს პატიმრები მსგავს მოქმედებებს არ შეწყვეტენ, მაშინ მათ იგივე ელით, რაც გეგუთის ციხეში ცოტა ხნის წინ ერთ–ერთ პატიმარს დაემართა.

 

“სრულიად გაურკვეველი მიზეზების გამო გადმოიყვანეს ისინი ზუგდიდის ციხიდან ქუთაისში”, – ამბობს იგი.