ივნისი “მწვანე თვედ” გამოცხადდა

მანამდე, 5 ივნისს, სამინისტრო გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, რომელიც 1972 წლიდან აღინიშნება, მას შემდეგ, რაც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

 

გაეროს გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში  საზოგადოების აქტიურ ჩართვას.

 

2013 წლის გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის თემაა “დაფიქრდი, მიირთვი, დაიცავი“ – Think.Eat.Save. გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამისა (UNEP) და გაეროს საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საინფორმაციო კამპანია მიმართულია საკვების არამიზნობრივი ხარჯვის წინააღმდეგ.

 

ფაქტები და სტატისტიკა:


 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

16 ივნისს დაგეგმილ დასუფთავების აქციში მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილეობას მიიღებს 10 000-ზე მეტი მოხალისე.

 

ფაქტები და სტატისტიკა ნარჩენების შესახებ:

 

სხვადასხვა ნარჩენის სრულად დასაშლელად საჭიროა: ქაღალდის ხელსახოცი – 2-3 კვირა; ბანანის ქერქი – 3-4 კვირა; ქაღალდის პარკი – 1 თვე; გაზეთი  – 1,5 თვე; ვაშლის ნარჩენი – 2 თვე; ფორთოხლის ქერქი – 6 თვე; შალის წინდა – 1- 5 წელი; რძის ქაღალდის ყუთი – 5 წელი ; სიგარეტის ნამწვი – 10 – 22 წელი; ტყავის ფეხსაცმელი – 25-40 წელი; ფენოპლასტის ჭიქა –  50 წელი; რეზინის საბურავი – 50 – 80 წელი; ალუმინის ქილა – 200-500 წელი; ბავშვის ერთჯერადი საფენი – 500 წელი; პლასტმასის ბოთლი – 450 წელი; პოლიეთილენის პარკი – 200-1000 წელი

 

ზოგადი ინფორმაცია პოლიეთილენის მავნებლობის შესახებ:

 

– მთელ მსოფლიოში წელიწადში 4 ტრილიონი პოლიეთილენის პაკეტი გამოიყენება;

 

– ყოველწლიურად ოკეანეში ხვდება 6 300 000 ტონა ნარჩენი, რომლის უმთავრეს ნაწილს პოლიეთილენი შეადგენს;

 

– ყოველწლიურად პოლიეთილენის გამო იღუპება 1 000 000 ჩიტი და 100 000 ზღვის ბინადარი;

 

– 2005 წელს მუმბაიში პოლიეთილენით გაჭედილი სანიაღვრე არხებით გამოწვეული წყალდიდობით დაიღუპა 1000 ადამიანი

 

უკვე 40 ქვეყანამ შეზღუდა/აკრძალა პოლითილენის პარკების  გაყიდვა ან წარმოება.