ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ბირთვული იარაღის წინააღმდეგ კამპანიას გადაეცა

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ბირთვული იარაღის წინააღმდეგ საერთაშორისო კამპანიას, ICAN-ს გადაეცა.

მშვიდობის პრემიის ლაურეატს ყოველ ოქტომბერს ნორვეგიის ნობელის კომიტეტი აცხადებს. კომიტეტი გამარჯვებულს ხმათა უმრავლესობით ირჩევს. გადაწყვეტილება საბოლოოა და აპელაციას არ ექვემდებარება.

მშვიდობის დარგში ნობელის პრემია 1901 წლიდან გაიცემა, თუმცა მთელი ისტორიის მანძილზე, 19 წლის განმავლობაში, პრიზი არავისთვის გადაუცაით. ბოლო წელი, როდესაც მშვიდობის დარგში არავინ დაუჯილდოვებიდათ, 1972 წელი იყო.

ყველაზე ახალგაზრდა ნობელიანტი პაკისტანელი აქტივისტი მალალა იუსაფზაია, რომელსაც მშვიდობის დარგში ნობელის პრემია 17 წლის ასაკში გადასცეს.

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში მიღებული აქვთ ევროკავშირს, ბარაკ ობამას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, ნელსონ მანდელას, დედა ტერეზას, ჯიმი კარტერს,  ქიმიური იარაღის ამკრძალავ ორგანიზაციას (OPCW) და სხვებს.