შეიარაღებული თავდასხმა მუსიკალურ ფესტივალზე, ლას ვეგასის ერთ-ერთ გადატვირთულ უბანში მოხდა, სადაც სასტუმროები, კაზინოები და სხვა გასართობი დაწესებულებებია განლაგებული.
ცეცხლსასროლი იარაღიდან თავდამსხმელმა ათეულობით გასროლა განახორციელა, რის შემდეგაც ადგილზე მყოფი ადამიანები პანიკამ მოიცვა. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამედიცინო და სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები.
ტვიტერის მიკრობლოგზე განცხადება გაავრცელა ლას ვეგასის აეროპორტის ადმინისტრაციამ, რომლის მიხედვითაც ფრენები შეიზღუდა. ისინი დაინტერესებულ პირებს მოუწოდებენ, თვალი ადევნონ ფრენების შეცვლილ განრიგს.