შეხვედრის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია პრესრელიზს ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია:

 

“მონაწილეებმა შეშფოთება გამოხატეს მავთულხლართების აღმართვისა და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებების რაოდენობის ზრდით.

 

განხილულ იქნა აკრძალვები, რაც ადგილობრივ მცხოვრებლებსა და ფერმერებს გადაადგილების თავისუფლებას უზღუდავს ე.წ. ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან, განსაკუთრებით გამოყვეს დიცის საკითხი. ე.წ. ბორდერიზაციის საკითხი, ასევე, განხილული იქნება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე, 26 ივნისს. 

 

ერგნეთში ასევე განიხილეს ზარდიანთკარში არსებული ვითარება და გაუჩინარებული ადამიანების კუთხით არსებული საკითხები.

 

დღევანდელი შეხვედრა იყო ანჯეი ტიშკევიჩის რიგით 25-ე და ბოლო შეხვედრა IPRM-ის ფარგლებში, რის გამოც მონაწილეებმა კმაყოფილება გამოხატეს მისი მიუკერძოებელი საქმიანობის გამო ბოლო ორი წლის განმავლობაში. EUMM-ის ახალი ხელმძღვანელოს ჩამოსვლამდე ტიშკევიჩის მოადგილე ჯერარდ ფიშერი იქნება შემდეგ შეხვედრებში თანათავჯდომარე ეუთოს წარმომადგენელთან ერთად.

 

IPRM-ის შემდეგი შეხვედრა 21 ივნისს გაიმართება.”

 

შეგახსენებთ, რომ გასული წლის აპრილში ანჯეი ტიშკევიჩი აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ “არასასურველ პირად” გამოაცხადა აფხაზეთის ტერიტორიაზე.

ანჟეი ტიშკევიჩი და პადრიგ მერფი, 2012 წლის 21 თებერვალი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *