ახალი ამბები

იაგო კაჭკაჭიშვილი: ნეიტრალური ადამიანების რაოდენობა გამოწვევაა პოლიტიკოსებისთვის

31 მაისი, 2013 • 1317
იაგო კაჭკაჭიშვილი: ნეიტრალური ადამიანების რაოდენობა გამოწვევაა პოლიტიკოსებისთვის

“კველვამ აჩვენა, რომ კოალიცია “ქართული ოცნება” დომინანტად რჩება და მათ თანაზომიერ კონკურენციას ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ უწევს, თუმცა აღსანიშნავია, რომ იმ ადამიანების რიცხვის ზრდა, რომლებიც ნეიტრალურ განწყობას ინარჩუნებენ, გარკვეულ გამოწვევას აძლევს პოლიტიკურ პარტიებს, რადგან ეს არის ხალხის ის ნაწილი, რომელთა მხარდაჭერის მოპოვებისთვისაც შეიძლება ნებისმიერმა პოლიტიკურმა ძალამ იბრძოლოს”, – აცხადებს იაგო კაჭკაჭიშვილი.

 

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა” საქართველოს მოსახლეობის პოლიტიკური პრეფერენციების შესახებ კვლევა დღეს, 31 მაისს გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით “ქართულ ოცნებასა” არც დადებითად და არც უარყოფითად მოსახლეობის 32.6% აფასებს, ხოლო “ნაციონალურ მოძრაობას” -31.5%

 

კვლევა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით 24 აპრილი- 4 მაისის პერიოდში. გამოიკითხა 2 400 რესპოდენტი, ანკეტური გამოკითხვის მეთოდით, სრულიად ანონიმურად. მთლიანი კვლევის ცდომილება შეადგენს 2 პროცენტს. სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილის შეფასებით, ამ  კვლევის შედეგები NDI-ის (ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი) მარტის კვლევის შედეგებს ემთხვევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი