ვარსკვლავების მატჩში მონაწილე გუნდების შემადგენლობა ცნობილია – კალაძე თამაშობს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და კახა კალაძის დახმარებით, 29 სექტემბერს თბილისში მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების საქველმოქმედო მატჩი გაიმართება. საიაში განგვიმარტეს, რომ თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატი ამ ღონისძიებაში მონაწილეობით საარჩევნო კანონს დაარღვევს, თუმცა კახა კალაძე ხვალ მაინც ითამშებს.

ცნობილია გუნდების სრული შემადგენლობა, რომლებიც საქველმოქმედო შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას. მათ ოტო რეჰაგელი და ალექსანდრე ჩივაძე უხელმძღვანელებენ.

„GFF XI”

„მსოფლიოს XI”

საქველმოქმედო მატჩში მონაწილე გუნდების შემადგენლობა. ფოტო: GFF

საქველმოქმედო მატჩში მონაწილე გუნდების შემადგენლობა. ფოტო: GFF

29 სექტემბერს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები თბილისში ამხანაგურ მატჩს გამართავენ, ხოლო ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ბორჯომის ტყის აღდგენით სამუშაოებს. თამაში დინამო არენაზე 21:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია TKT.GE-ზე და დინამო არენას სალაროებში მიმდინარეობს (11:00 საათიდან 21:00 საათის ჩათვლით). ფედერაციის განმარტებით, ბილეთი სჭირდება ყველა გულშემატკივარს.

კახა კალაძის განცხადებით, ფეხბურთის ფედერაციამ მას სთხოვა საქველმოქმედო მატჩისთვის მეგობარ ვარსკვლავებთან დაკავშირება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განგვიმარტავენ, რომ ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი ამ ღონისძიებაში მონაწილეობით საარჩევნო კანონს დაარღვევს, თუმცა კახა კალაძე ხვალ მაინც ითამაშებს.