ახალი ამბები

სამხედრო სახელმწიფო საიდუმლოების სხვა ქვეყნისთვის გადაცემის წესი იცვლება

29 მაისი, 2013 •
სამხედრო სახელმწიფო საიდუმლოების სხვა ქვეყნისთვის გადაცემის წესი იცვლება

კანონპროექტის ერთ–ერთი ავტორი, პარლამენტის წევრი გედევან ფოფხაძე განმარტავს, რომ ამის საჭიროება ქართული ჯარების სამშვიდობო მისიებში მონაწილეობამ განაპირობა, რომლის დროსაც საჭირო ხდება ქართულ და არაქართულ კონტიგენტს გარკვეული ინფორმაცია ოპერატიულად მიეწოდოს:

 

“აქამდე სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გაცვლა სხვა სახელმწიფოებისთვის შესაძლებელი იყო ან იმ საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც იყო რატიფიცირებული, ან პრეზიდენტის მოტივირებული განკარგულებით. სამშვიდობო ოპერაციების ფარგლებში კი მუდმივად არის ინფორმაციის გაცვლის საჭიროება, რომელიც შეიძლება შეიცავდეს სახელმწიფო საიდუმლოებას, შესაბამისად პრეზიდენტის განკარგულება, ან იმის დაწყება, რომ  რაღაც ხელშეკრულება გავაფორმოთ ხელს შეუშლის პროცესის ოპერატიულობას, აქედან გამომდინარე ჩავთვალეთ, რომ საჭირო იყო კანონში ერთი პუნქტი დაგვემატებინა, რომლითაც ეს პრობლემა მოიხსნებოდა”, – აცხადებს გედევან ფოფხაძე.

 

ფოფხაძის თქმით პრეზიდენტის უფლებამოსილება არ მცირდება და მას ჩვეულებრივად რჩება იმის საშუალება, რომ ნებისმიერი სახის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, თუ ამის საჭიროება იქნება გადასცეს სხვა სახელმწიფოს.

 

აღნიშნული კანონპროექტის განხილვა დღეს, 29 მაისს, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზეა ჩანიშნული.

მასალების გადაბეჭდვის წესი