ახალი ამბები

ანონსი – 26 სექტემბერი

26 სექტემბერი, 2017 • 2052
ანონსი – 26 სექტემბერი

წარმოგიდგენთ 26 სექტემბერს გასამართი ღონისძიებების ანონსს:


10:00 საათზე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიხსნება კონფერენცია თემაზე: „შრომის უსაფრთხოების არსებული პოლიტიკა, გამოწვევები და პერსპექტივები საქართველოში“. კონფერენციას დაესწრება 50-ზე მეტი მონაწილე და პოზიციებს წარმოადგენს ყველა დაინტერესებული მხარე – მთავრობა, დამსაქმებლები, პროფკავშრები და საერთაშორისო ორგანიზაციები. მის.: თბილისი, ა. ბელიაშვილის ქ. #8 (ტელეკომპანია მაესტროს გვერდით), მე-3 სართული.


10:45 საათზე, სასტუმრო “Holiday Inn”-ში საქართველოს ფერმერთა სათათბიროს დაფუძნებისა და ფერმერული საქმიანობის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ახალი პროექტების პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრები დაესწრებიან. მის: 26 მაისის მოედანი №1


11:00 საათზე, “თბილისი მარიოტში” გაიხსნება ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტი, სახელწოდებით “საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს  მხარდაჭერა DCFTA-ის მოთხოვნების შემდგომ განხორციელებაში”.


11:00 საათზე, „სოლოში“ ი.ჭავჭავაძის N29, გაიმართება პრესკონფერენცია, დაგეგმილი კონცერტის შესახებ. პრესკონფერენციას დაესწრებიან, სოლოს” წარმომადგენელი ეკა დუჩიძე, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი და კომპანია „ალექს პრომოუშენის“ დირექტორი ალექსანდრე ლორთქიფანიძე.


12:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. მის.: ინგოროყვას ქ. #7


12:00 საათზე, „ხალხის პარტიის“ თავმჯდომარე, ალექსანდრე კობაიძე პარტიის ოფისში ბრიფინგს გამართავს. ალექსანდრე კობაიძე არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ შექმინ ლიდერთა საბჭოს წევრებს მიმართავს და საკონსტიტუციო პროექტში შესატან ცვლილებეთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელებს. საკონტაქტო პირი თამარ ქათამაძე – 557 01 90 90. მის:  ი.ჯავახიშვილის N73


14:00 ქუთაისში, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში პატლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება.


14:00 საათზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში გამოფენა „ნიკოლოზ ბარათაშვილი – 200“ გაიხსნება.  მის.: გ. ჭანტურიას ქ.№8


15:00 საათზე თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე “ქართული მასმედია ადგილობრივი არჩევნების წინ”. მონაწილეები: – მედიაჰოლდინგ Georgian Times–ის პრეზიდენტი მალხაზ გულაშვილი; – სააგენტო News Day Georgia–ს დირექტორი ავთანდილ ოთინაშვილი; – პუბლიცისტი მერაბ ხაჩიძე; – სააგენტო NewsPress–ის მთავარი რედაქტორი ალეკო ჩუბინიძე. მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი, 61, მე–5 სართული, ბლოკი С.


16:30-ზე,  საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, ქართული ანბანის დღისადმი მიძღვნილ გამოფენას „ქართული ხელნაწერი“ გაეცნობა. ადგილი:  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. მისამართი:  ალექსიძის 1/3​.

მასალების გადაბეჭდვის წესი