დაკავება დიდი ოდენობის ნარკოტიკების შეძენა–შენახვისთვის

შსს–ს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 4 შეკვრად დაფასოებული  ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ამოღებული 16,67 გრ ნარკოტიკი  3,67 გრ ,,ჰეროინს“ შეიცავს. ნარკოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გიგა ბ. დაკავებისას ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ის  ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-მოხმარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ–ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც   8-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს).