ნათია კუტივაძის განცხადებით, ნოდარ ხადურმა, 2013 წლის 25 იანვრის ბრძანებით, კანონი და კონსტიტუცია დაარღვია:
“ფინანსთა მინისტრმა 25 იანვრის ბრძანებით შემოიღო სალიცენზიო–სანებართვო ტიპის რეჟიმი გადამზიდავების საქმიანობაზე, რისი უფლებამოსილებაც არ შედის მის კომპეტენციაში. ლიცენზიებისა და ნებართვების კანონის მეოთხე მუხლის მეორე პუნქტი ამბობს, რომ დაუშვებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით რაიმე ტიპის მოთხოვნების დაწესება ბიზნესის კონკრეტულ საქმიანობაზე და სალიცენზიო სანებართვო ტიპის რეჟიმის შემოღება. აქედან გამომდინარე, ცალსახად არის დარღვეული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა. ჩვენი კანონმდებლობით, მხოლოდ ლიცენზიების და ნებართვების კანონით არის შესაძლებელი რაიმე ტიპის ლიცენზიის და ნებართვის შემოღება ბიზესის კონკრეტულ საქმინობაზე, ან საერთოდ რაიმე ტიპის მოთხოვნების დაწესება. ამის მიზანშეწონილობა უნდა განსაზღვროს პარლამენტმა და შესაბამისი ცვლილებები შევიდეს ლიცენზიებისა და ნებართვების კანონში. ფინანსთა მინისტრი არ იყო უფლებამოსილი, გამოეცა კანონქვემდებარე აქტით ამ ტიპის რეგულაციები. თითეული მოთხოვნის დაწესების მიზანშეწონილობა აბსურდულია.”