სოფელ ქვემო ხოდაშენში გამგებლის წარმომადგენელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში გამგებლის წარმომადგენელი დააკავეს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დაკავებულს ბრალი ქრთამის აღებაში ედება.

გამოძიების ვერსიით, გამგებლის წარმომადგენელმა ყურძნის წარმომავლობასთან დაკავშირებული ცნობის გაცემის სანაცვლოდ ერთ–ერთი მოქალაქისგან ქრთამის სახით 1000 ლარი აიღო.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338–ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს
თავისუფლების აღკვეთას ვადით 6–დან 9–წლამდე.