კონტრმომიტინგეებმა პოლიციის ჩარევის შემდეგ აქციის ადგილი შეიცვალეს

ეროვნული ფრონტის წარმომადგენლებს დედაენის ძეგლთან მისვლის უფლება პოლიციამ არ მისცა
ეროვნული ფრონტის წარმომადგენლებს დედაენის ძეგლთან მისვლის უფლება პოლიციამ არ მისცა

ამ დროისთვის “ეროვნული ფრონტის” წარმომადგენლები და ის ადამიანები, რომლებიც იმ აქციის საწინააღმდეგოდ მართავენ მანიფესტაციას, რომელიც მიმართულია 17 მაისს ძალადობისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ, მშრალ ხიდზე იმყოფებიან და მდუმარე აქციას მართავენ. რამდენიმე მათგანი მათგანი გზის სავალ ნაწილზე დაჯდა და ამ ფორმით გამოხატავს პროტესტს.

 

დედაენის ბაღში სამართალდამცავების უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული, მათ გაკეთებულია აქვთ კორიდორები და თან აქვთ ლითონის ჯებირები. 

 

კონტრაქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ყველაფერი, რაც დედაენის ბაღში ხდება, კარგად დაგეგმილი პროვოკაციაა, რომელზე წამოგებასაც ისინი არ აპირებენ, თუმცა ამბობენ, რომ კითხვები აქვთ აქციის – “არა თეოკრატიას!” – მონაწილეებთან და ამის საშუალებას მათ პოლიცია არ აძლევს.


დედაენის ბაღში აქცია – “არა თეოკრატიას!” – 19:00 საათზე დაიწყება.