სუბარი: მერაბიშვილის გადაყვანას დაწესებულებაში გადაძახილები არ მოჰყოლია

კითხვაზე, ხომ არ შეიქმნება სხვა პატიმრების მიერ მერაბიშვილისთვის გადაძახებების შემთხვევები, მინისტრი პასუხობს, რომ ჯერჯერობით ასეთ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.

 

“თითო კაცისთვის ცალკე ციხეს ვერ ააშენებენ, ამიტომ მერაბიშვილი ამ დაწესებულებაში დარჩება, და თუ დაიძაბება ან რაიმე ექსცესებს ექნება ადგილი, სამინისტრო მიიღებს შესაბამის ზომებს,”- განაცხადა სუბარმა.