ახალი ამბები

კალაძე: ალბათ, ყველა ელოდებოდა, რომ მერაბიშვილს დააკავებდნენ

23 მაისი, 2013 • • 1112
კალაძე: ალბათ, ყველა ელოდებოდა, რომ მერაბიშვილს დააკავებდნენ

სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, სასამართლომ ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც საჭიროდ ჩათვალა.


“მე მგონიმ ძალიან კარგად ხედავთ, რომ დღეს სასამართლოზე არა თუ არანაირი ზეწოლა არ ხდება, არამედ ხელისუფლების მიმართ ხშირ შემთხვევაში ოპონირების რეჟიმშიც კი არის [სასამართლო]”, – განაცხადა მან.


ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის თქმით კი, მერაბიშვილის დაპატიმრება მოსალოდნელი იყო.

 

“ალბათ, ყველა ელოდებოდა, რომ მერაბიშვილს დააკავებდნენ. იმიტომ, რომ იკვეთება ამ ადამიანის ბრალეულობა ორ ეპიზოდში, რომელიც კორუფციულ საქმიანობას ეხება. ასევე, მინდა გითხრათ, რომ გირგვლიანის მკვლეობასთან დაკავშირებით გამოძება, ფაქტობრივად, დასრულებულია და ალბათ წაუყენებენ ბრალს მერაბიშვილს ამ საქმესთან დაკავშირებით. გირგვლიანის საქმის გამოძიება ჩვენი მორალაური პასუხისმგებლობაა”, – განაცხადა მან.

 

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა ყოფილ პრემიერს ვანო მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილს – 20 ათასლარიანი გირაო.

მასალების გადაბეჭდვის წესი