საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრები თბილისში აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები 16.00 საათზე ვარდების მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობა მოაწყვეს რუსთაველის გამზირზე. ისინი პარლამენტის შენობასთან მართავენ აქციას, რომლის შემდეგაც პარტიის 17 წევრი შიმშილობის დაწყებას გეგმავს.
თავდაპირველად “პატრიოტთა ალიანსი” აქციაზე აპროტესტებდა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელსაც მხარს არც სხვა ოპოზიციური პარტიები უჭერენ, თუმცა ისინი პატრიოტთა ალიანსის აქციას არ უერთდებიან.
პარტიამ კონსტიტუციის გამო აქციების ჩატარება წინასაარჩევნო პერიოდში გადაწყვიტა და არა რამდენიმე თვის წინ, როდესაც ეს საკონსტიტუციო პროექტი მიიღეს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი ამბობს, რომ “აქციების დაწყებამდე ჯერ დიალოგის ყველანაირი რესურსი უნდა ამოწურო”.
თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებების გარდა აქციაზე სხვა მოთხოვნები გაჩნდა:
[checklist]
[/checklist]