თბილისში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

დღეს, 16 სექტემბერს, სანდრო ეულის ქუჩაზე, სავარაუდოდ, მშენებარე კორპუსის ჟანგბადის ავზის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ნეტგაზეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

შსს-ს ინფომრაციით, ამ დროისთვის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და მიმმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. რომელი კოდექსის რა ნაწილით დაიწყება გამოძიება, ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა მოგვიანებით გახდება ცნობილი.