მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო

მოსამართლე დავით ახალბედაშვილი იმსჯელებს მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე.

სასამართლო სხდომას ესწრებიან თავად მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი, რომლებიც გუშინ ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში დაკითხვის შედეგად დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის სამი მუხლით (ამომრჩევლის მოსყიდვა, მითვისება/გაფლანგვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) აქვთ წარდგენილი, რაც ითვალისწინებს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი
ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი