დავით საყვარელიძე უკრაინაში საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად კვეთის ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი

დავით საყვარელიძე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლის დარღვევაშია ეჭვმიტანილი. შესაბამისი ოქმი  საყვარელიძეს ცოტა ხნის წინ გადასცეს. როგორც უკრაინული მედია იუწყება, საქმე მიხეილ სააკაშვილის მიერ 10 სექტემბერს უკრაინის საზღვრის გადაკვეთას უკავშირდება.

ოქმის გადაცემის პროცესს დავით საყვარელიძე საკუთარ Facebook გვერდზე პირდაპირ ეთერში გადასცემდა. პროკურატურის წარმომადგენლის თქმით, საყვარელიძე ეჭვმიტანილია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლის დარღვევაში – საზღვრის უკანონო გადაკვეთა, ჯგუფური არეულობის მოწყობა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

ვიდეოში, რომელიც დავით საყვარელიძის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა, თავად საყვარელიძე აცხადებს, რომ დოკუმენტში, რომელიც მას წარუდგინეს, არ არის იურიდული ლოგიკა და გაურკვეველია, რომელი საზღვრის გადაკვეთას ედავება უკრაინის პროკურატურა.


მნიშვნელოვანი დეტალები: