ადვოკატი:მერაბიშვილი ბრალს არ აღიარებს

“ვანო მერაბიშვილი გადაყვანილია წინასწარი დაკავების იზოლატორში. ის ბრალს არ აღარებს. ამ დროისათვის ვერ ვიტყვი, კონკრეტულად რა მუხლებით წაუყენებენ ბრალს” – ამბობს გიორგი ჩივიაშვილი. 

ვანო მერაბიშვილი

 

ყოფილი შს მინისტრი და ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი და კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი დღეს დააკავეს. 

 

ვანო მერაბიშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 164 პრიმა მუხლის [ამომრჩევლის მოსყიდვა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ვადით], 182 მუხლის მესამე ნაწილის  ბ ქვეპუნქტი [მითვისება- გაფლაგვა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7- დან 11 წლამდე] და 332  მუხლის მეორე ნაწილი [სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5- დან 8 წლამდე]  მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. საუბარია დასაქმების პროგრამაზე, რომელზეც პროკურატურა რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდა გამოძიებას.