ვანო მერაბიშვილის დაკითხვა დაიწყო

როგორც მერაბიშვილმა პროკურატურაში შესვლამდე მედიასთან განაცხადა, სიმბოლურია, რომ საქართველოს ხელისუფლება მას დასაკითხად დასაქმების საკითხებზე იბარებს.

“ვამაყობ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა, რომელიც ჩევნ დავისახეთ და არ დაგცალდა ამ საქმის ბოლომდე მიყვანა, ეს დასაქმების საკითხი იყო. ის 600 ათასი ანკეტა, რომელიც ჩვენი სოციალური აგენტების მიერ შეივსო, არც ერთ ჩინოვნიკს არ უნახავს. შესაბამისად, დღეს მთავრობა არ ფიქრობს დასაქმების და უმუშევრობის პრობლემების გადაჭრაზე. ბოლო თვეებში არათუ გაიზარდა დასაქმების ადგილები, 82 ათასით შემცირდა. ვფიქრობ, პროკურატურაში ჩემს დაკითხვასთან ერთად, კარგი იქნებოდა მთავრობა თითოეული მოქალაქის დასაქმების საკითხით დაინტერესებულიყო,”- განაცხადა მერაბიშვილმა დაკითხვაზე შესვლამდე.

“ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი და კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი დღეს, 21 მაისს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. საქმე ეხება დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებულ გამოძიებას, რის გამოც ისინი თებერვალშიც დაკითხეს.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, დაკითხვაზე დაბარება არის ხელისუფლების პასუხი იმ პოლიტიკურ აქტივობაზე, რასაც თავად ჭიაბერაშვილი და ვანო მერაბიშვილი ახორციელებენ.