კომპანიამ Apple 12 სექტემბერს ახალი სმარტფონი წარადგინა. iPhone X პირველი სმარტფონია კომპანიის ისტორიაში, რომლსაც ეკრანის მხარეს ღილაკი საერთოდ არ ექნება.
iPhone X-ს აქვს სახის ამოცნობის პროგრამა და ტელეფონის განბლოკვა ხელის ანაბეჭდების ნაცვლად სმარტფონის სახის იდენტიფიცირებით მოხდება.
კომპანია აცხადებს, რომ სახის ამომცნობი პროგრამა სიბნელეშიც მუშაობს 30 000 ინფრაწითელი წერტილის მეშვეობით და მისი მოტყუება ძალიან რთულია.
iPhone X ყველაზე ძვირი სმარტფონია კომპანიის ისტორიაში – 64 გიგაბაიტის მოცულობის სმარტფონი 999 აშშ დოლარი ღირს ამერიკაში, ხოლო მისი ფასი ბრიტანეთში 999 ფუნტი სტერლინგია. iPhone X 3 ნოემბრიდან გაიყიდება.
iPhone X -ს ორგანული შუქის გამომყოფი დიოდური ეკრანი აქვს (OLED), რაც კომპანიის განმარტებით უფრო რეალური ფერების გამოსახვის საშუალებას მისცემს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ შესაძლებლობას უკვე იყენებს “სამსუნგი” და “LG”.
სხვა მახასიათებლები:
[checklist]
[/checklist]
ღონისძიებაზე iPhone X -ის გარდა წარადგინეს iPhone 8 და iPhone 8 +.