სანდრა რულოვსი ნიკოლოზ სააკაშვილთან ერთად თბილისში დაბრუნდა

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ცოლი სანდრა რულოვსი და შვილი, ნიკოლოზ სააკაშვილი, რომლებიც უკრაინაში მიხეილ სააკაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ, თბილისში დაბრუნდნენ. სანდრა რულოვსი და ნიკოლოზ სააკაშვილი მიხეილ სააკაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ, როდესაც იგი პოლონეთ-უკრაინის საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა 10 სექტემბერს:

“უკრაინიდან ჩვენ დავბრუნდით საქართველოში, ნიკოლოზი სკოლაშია და მე სამსახურში. ყველა გვილოცავს მიშას უკრაინაში წარმატებულ დაბრუნებას და, როგორც ჩანს, ყველა საკმაოდ ღელავდა და დღესაც ღელავს მისთვის! ნიკოლოზი და მე ვამაყობთ, რომ მიშასთან ერთად ვიყავით მთელი ამ პროცესის განმავლობაში გარდა იმ საკმაოდ დაძაბულ მომენტისა, როცა საზღვარი გადაიკვეთა. ჩვენ რამდენიმე საათის შემდეგ, ტრანსპორტის საშუალებით და მშვიდ ვითარებაში შევედით უკრაინაში შეჰინის საზღვრიდან და გუშინ საღამოს ბორისპოლის აეროპორტიდან გამოვედით, რასაც ადასტურებს ბეჭედები ჩვენს პასპორტებში”,- წერს რულოვსი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

მნიშვნელოვანი დეტალები: