საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ახლა პოლონეთში იმყოფება და რამდენიმე საათში აპირებს, რომ კრაკოვეცის სასაზღვრო- გამშვები პუნქტიდან უკრაინის ტერიტორიაზე შევიდეს, ფიქრობს, რომ უკრაინის პრეზიდენტი მისი საქართველოსვის გადაცემის გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.
“პოროშენკო თვლის რატომღაც, რომ მე თუ უკრაინაში შევედი, ის დაემხობა, ზედმეტი წარმოდგენა აქვს ჩემზე ალბათ, მაგრამ ასე თვლის. ვინ ჩააგონა, ესეც არ ვიცი. შევარდნაძეს არ ეშინოდა ჩემი ისე, როგორც პოროშენკოს ეშინია. მე არავითარი გეგმა არ მაქვს, არავის დამხობის. ჩემი გეგმაა ჩასვლა და სასამართლოში ჩემი უფლებების დაცვა, ექსცესების გარეშე, მაგრამ ვინაიდან ამდენი ათასი ადამიანი მოვიდა საზღვარზე, ქალაქში, რომ ჩავაღწიო, რამდენი მოვა?!”,- ამბობს სააკაშვილის “რუსთავი 2”-თან საუბრისას.
მიხეილ სააკაშვილის თქმითვე, გამორიცხავს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს ხელისუფლებისთვის მისი გადაცემის ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღოს. სააკაშვილის თქმით, ამის შესაძლებლობა რომ პოროშენკოს ჰქონოდა, მაშინ ჩამოართმევდა მოქალაქეობას, როდესაც უკრაინაში იმყოფებოდა და არა იმ დროს, როდესაც აშშ-ში გაემგზავრა. მიხეილ სააკაშვილი იმასაც ამბობს, რომ ყველანაირი სცენარისთვის მზადაა.
მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წლის ივლისში ჩამოართვეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქე აღარაა 2015 წლიდან, როდესაც უკრაინაში ოდესის გუბერნატორის თანამდებობა დაიკავა. თუმცა შემდეგ ხელისუფლებას დაუპირისპირდა და ოპოზიციაში გადავიდა.
უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევი შემდეგ, საქართველოს პროკურატურამ 2017 წლის 1 სექტემბერს უკრაინის იუსტიციის სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობით კიდევ ერთხელ მიმართა
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ბრალდებულია სისხლის სამართლის ოთხ საქმეში, კერძოდ:
მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში თბილისის დროით 15:00 საათზე გეგმავს ჩასვლას.