რისთვის გვჭირდება სასმელი წყლის ფილტრები საქართველოში?

მსოფლიოში სასმელი წყლის ვარგისიანობა პრობლემაა. იგივე მდგომარეობაა  საქართველოშიც, რომელიც მდიდარია წყლის რესურსებით.  წყლის სიუხვე არ ნიშნავს სასმელი წყლის ვარგისიანობას. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა საქართველოს რეგიონებში, შედარებით უკეთესი – დედაქალაქში.

თუ ქვემოთ ჩამოწერილი პრობლემებიდან რომელიმე თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობია, მაშინ, სასურველია დაამონტაჟოთ სასმელი წყლის ფილტრი.

ყველაზე გავრცელებული წყლის პრობლემები საქართველოში

[checklist]

[/checklist]

სასმელი წყლით გამოწვეული დაავადებები:

სასმელი წყლის საშუალებით ადამიანი შეიძლება დაავადდეს ასამდე სხვადასხვა მიკროორგანიზმით – ვირუსებით, ბაქტერიებით, უმარტივესებით, ჰელმინთებით (ჭიებით) და სხვა.

წყლით გამოწვეულ დაავადებებს შორის ხშირია კუჭ-ნაწლავისა და ღვიძლის დაავადებები. ინფექციურ დაავადებებს შორის – ინფექციური ჰეპატიტი, მუცლის ტიფი, ქოლერა, ბაქტერიული დიზენტერია, გასტრო-ენტერიტი, ფაღარათი და სხვა.

როგორ გავხადოთ წყალი სასმელად ვარგისიანი?

უძველესი მეთოდია წყლის ე.წ. „გადადუღება“, როდესაც ხდება წყალში არსებული ბაქტერიებისა და არასასურველი მინარევების ხშირ შემთხვევაში გაუვნებელყოფა, თუმცა ეს მეთოდი არაა რეკომენდირებული.

უახლესი მეთოდია სასმელ წყალზე წყლის ფილტრის დამონტაჟება.

ცენტრალური მილის ფილტრები

ფოტო: AQUAFILTER GEORGIA

სასურველია, რომ დაამონტაჟოთ წყლის ფილტრები სახლში შემომავალ ცენტრალურ მილზე. წყლის ფილტრის დაყენებით ფილტრავთ წყალს ქვიშისგან, რკინისგან (ჟანგისგან), მძიმე მეტალებისგან, ორგანული მინარევებისგან,  აცილებთ წყალს არასასიამოვნო სუნსა და გემოს.

წყალი ხდება გამოსაყენებლად  სასარგებლო, იცავთ დაჟანგვისაგან სარეცხ მანქანას, მაცივარს, ჭურჭლის სარეცხ მანქანას და ყველა იმ ტექნიკას, რომელიც წყლისგან საზრდოობს.

ონკანთან დასამონტაჟებელი წყლის ფილტრაციის სისტემები

ფოტო: AQUAFILTER GEORGIA

წყლის ფილტრაციის სისტემის დამონტაჟებით წყალს გაფილტრავთ 0,02 დან 0,0001 მიკრონის დონეზე. ხდება ყველაზე მცირე ზომის ვირუსებისა და ბაქტერიების გაფილტვრა, წყლის არასასიამოვნო სუნისა და გემოს მოშორება.

საქართველოში უკვე შესაძლებელია ევროპული ხარისხის წყლის ფილტრებისა და სისტემების შეძენა. წყლის ფილტრების ფასები იწყება 36 ლარიდან, ხოლო ფილტრაციის სისტემების ფასები – 165 ლარიდან.  დამონტაჟება შეუძლია ნებისმიერ სანტექნიკოსს. მონტაჟის ფასი მერყეობს 20-50 ლარის ფარგლებში. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ AQUAFILTER GEORGIA-ს ვებგვერდს.

მაღაზიების მისამართები: