ჯილეხის შემთხვევა აჭარაში – გარდაცვლილია ადამიანი

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფელში ჯილეხის (ციმბირის წყლულის) შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისთვის ინფორმაცია ჯილეხის სავარაუდო შემთხვევის შესახებ ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლიდან 25 აგვისტოს გახდა ცნობილი. დაავადებული მამაკაცი 28 აგვისტოს გარდაიცვალა. ეს წელს ჯილეხით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა აჭარაში.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ჯილეხით ადამიანთა დაავადების შემთხვევები ყოველწლიურად რეგისტრირდება.

„სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველებში დაავადების ჯგუფურ შემთხვევაზე და მასობრივ გავრცელებაზე ამ ეტაპზე არ საუბრობს. დაავადების ერთი შემთხვევა რეგიონისთვის დამახასიათებელია, ცუდია ლეტალური გამოსავალი, მაგრამ ამას თავისი დამამძიმებელი ფაქტორები ერთვოდა თან, რამაც დაამძიმა სურათი” – ამბობს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ნიჟარაძე.

ნინო ნიჟარაძის ცნობით, გარდაცვლილ მამაკაცთან შეხების მქონე ყველა პირის კონტაქტი მოძიებულია – „მათი ინკუბაციური პერიოდი უკვე გადალახულია. კლინიკური მეთვალყურეობა იყო მათზე დამყარებული და ყველა ჯანმრთელად გრძნობს თავს, ყველას მიეცა ანტიბიოტიკის პროფილაქტიკური დოზა, მათ შორის,  სამედიცინო პერსონალსაც”.

მისივე ცნობით, ინფიცირებული ძროხის ხორცი  ოჯახს სარეალიზაციოდ არ აქვთ გატანილი. „მაგრამ თუკი ასეთი პრეცედენტიც დაიშვება, თუკი ხორცი კარგად თერმულად არის დამუშავებული, ის ორგანიზმისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს” – ამბობს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი.

ჯილეხი მწვავე ინფექციური, ზოონოზური დაავადებაა. ჯილეხით ძირითადად გარეული და შინაური ბალახისმჭამელი ცხოველები ავადდებიან: ძროხა, ხარი, ცხენი, თხა, ცხვარი და ა.შ. ადამიანს ჯილეხი დაავადებული ცხოველიდან გადაეცემა.

ჯილეხით ადამიანის დაავადების სამი ფორმა არსებობს: კანის, კუჭ-ნაწლავისა და ფილტვის. ყველაზე გავრცელებული  კანის ფორმაა.

ჯილეხი ადამიანს ძირითადად გადაეცემა:

ადამიანიდან ადამიანზე  ჯილეხი, როგორც წესი,  არ გადადის.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცნობით: 

როგორ მივიტანოთ ეჭვი ჯილეხზე?

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, თუ ეჭვობთ, რომ ჯილეხი გაქვთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. 

ჯილეხის მკურნალობა ექიმმა უნდა დანიშნოს. დაგვიანებული მიმართვის შემთხვევაში ინფექცია შესაძლებელია გართულდეს და სიკვდილით დასრულდეს.

ცხოველებში ჯილეხით დაავადების  საეჭვო ნიშნებია: მადის დაკარგვა, ქოშინი, წყურვილი, ცხვირიდან, პირიდან და სწორი ნაწლავიდან  სისხლიანი, ქაფისებური გამონადენი, მაღალი ტემპერატურა. დაცემული ცხოველის ლეში გაბერილია, სუსტად არის გამოხატული გაშეშება. ცხოველებში დაავადების ყველა შემთხვევა სრულდება სიკვდილით.