ახმეტელის მეტროსთან მდებარე ხინკლის სახლში ხანძარია

თბილისში, ახმეტელის მეტროსთან, რესტორან ხინკლის სახლში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, ცეცხლი რესტორნის გამწოვ მილში გაჩნდა, რამაც გამოიწვია დაკვამლიანება.

ადგილზე მუშაობს მეხანძრეების 2 ჯგუფი. სააგენტოს ცნობით, ხანძრის ლოკვიდირება სავარუდოდ უახლოეს პერიოდში მოხდება.

ხანძარი ხინკლის სახლში, თბილისი, 4.09.2017. ფოტო: მიშა მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

ხანძარი ხინკლის სახლში, თბილისი, 4.09.2017. ფოტო: მიშა მეფარიშვილი/ნეტგაზეთი