თიანეთში შვილის მკვლელობის ბრალდებით მამა დააკავეს

დღეს, 1 სექტემბერს, საღამოს, თიანეთში შვილის მკვლელობის ბრალდებით მამა დააკავეს – ამის შესახებ შსს-ში ინფორმაციას ადასტურებენ.

უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.