ბათუმში ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ [ფოტო]

ავტორი: მანანა ქველიაშვილი

 

დღეს მუსლიმური სამყარო ყურბან-ბაირამს აღნიშნავს. ყურბანის (მსხვერპლშეწირვის) ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს ყველა მუსლიმი ოჯახი საქონელს  კლავს. ხორცი სამ ნაწილად იყოფა: ერთი ნაწილი იმ ოჯახში რჩება, სადაც საქონელი დაიკლა, მეორე მეზობელ-ნათესავებს ურიგდება, მესამე ნაწილი კი ღარიბებს.

თაქბირი, ალაჰის განდიდების ლოცვა დღეს ბათუმის ორ მეჩეთში – ორთა ჯამეში და ახალ მეჩეთში წაიკითხეს.

 

ლოცვა ბათუმის ახალ მეჩეთში

 

მლოცველები ბათუმის ახალ მეჩეთში

 

მლოცველები ორთა ჯამეში

 

 

 

ორთა ჯამეში ცალკე სამლოცველო ოთახია ქალებისთვის, თუმცა იქ მხოლოდ უცხოელი ქალები ლოცულობდენ

 

 

 

ლოცვის შემდეგ მუსლიმები ერთმანეთს ყურბან-ბაირამს ულოცავენ

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეჩეთში

 

“ევროპული საქართველოს” გენერალური მდივანი გიგი უგულავა მეჩეთში