მამუკა საღარეიშვილის მტკიცებით, ეს ფაქტი შუალედურ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება:
“მუნიციპალიტეტის სოფლებში ტექნიკა მიმდინარე თვის 10 რიცხვიდან შევიდა, რადგან შუალედური საპარლამენტო არჩევნებისათვის ტრაქტორები ბაღდათისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში გადაიყვანეს. მე მაინტერესებს, ვისი გადაწყვეტილება იყოს ეს – ცენტრის თუ სოფლის მეურნეობის სამინისტროსი? ტრაქტორების გამო სოფლის რწმუნებულებს უპირისპირდება ხალხი.”
საღარეიშვილს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ უპასუხა:
“რწმუნებულების მოვალეობა იყო სიების მომზადება და მოსახლეობის მობილიზება იმ დროისათვის, როდესაც სოფელში ტრაქტორი შედიოდა,”-განაცხადა ფიფიამ.