პრემიერის თქმით, მას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, გაემგზავრება თუ არა სოჭში, არც შესაბამისი მიწვევა აქვს მიღებული რუსეთიდან, თუმცა არაფერს გამორიცხავს.


“მიწვევის გარეშე გამგზავრებაც შეიძლება. არ ვიცი, წავალ თუ არა… ვნახოთ, არ გამოვრიცხავ, შესაძლებელია წავიდე კიდეც, მაგრამ დღეს არ მაქვს საფუძველი, რომ ამ კითხვას პასუხი გავცე”, – განაცხადა მან.

პრემიერის თქმით, სოჭის ოლიმპიადამდე ჯერ დიდი დროა დარჩენილი და კითხვა იმის შესახებ, გაეგმგზავრება თუ არა იგი იქ, უფრო მოგვიანებით უნდა დაისვას.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *