ახალქალაქში ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრეები მუშაობენ

საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია [20:30].

სააგენტოს ცნობით, სოფელ კორხის მიმდებარედ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციისთვის ათეულობით მეხანძრე-მაშველი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა მუშაობს.