პრეზიდენტის შეხვედრას ილიაუნის სტუდენტებთანაც აქციის ფონზე მიმდინარეობს

შეხვედრის პარალელურად აქციას მართავენ ყოფილი პოლიტპატიმრების ნაწილი, მათ შორის მელორ ვაჩნაძე, რომელიც  აცხადებს, რომ პრეზიდენტისთვის კითხვების დასმა სურს.  ის აქციას მართავდა 10 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთანაც, როცა პრეზიდენტი სტუდენტებს ხვდებოდა. 

 

პრეზიდენტს აქციის მონაწილეები უნივერსიტეტთან “მკვლელოს” ძახილით დახვდნენ. 

 

პრეზიდენტი შენობაში უსაფრთხოდ შევიდა. 

 

შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურულია. 

 

საპროტესტი აქციით დახვდნენ პრეზიდენტს  10 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთანაც, სადაც პრეზიდენტი სტუდენტებს შეხვდა.