შსს სხეულზე სატარებელ ვიდეოსამეთვალყურეო კამერებს ყიდულობს

პოლიციელს მზის სათვალეზე აქვს დამაგრებული ვიდეოკამერა, ნიუ-იორკ ტაიმსის ფოტო
პოლიციელს მზის სათვალეზე აქვს დამაგრებული ვიდეოკამერა, ნიუ-იორკ ტაიმსის ფოტო

როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, შსს-მ უნდა შეიძინოს 2900 ცალი სხეულზე სატარებელი ვიდეოსამეთვალყურეო კამერა, რომლის მთლიანი ღირებულებაა 1 131 000 ლარი.

 

სხეულზე სატარებელი ვიდეოსამეთვალყურეო კამერები აქტიურად გამოიყენება დასავლეთში პოლიციის სტრუქტურებში: პოლიციელები ვალდებულნი არიან ატარონ კამერები, რომლებიც სხვადასხვა ზომისაა, ზოგიერთი იმდენად მცირე ზომისაა, რომ მზის სათვალეზეც მაგრდება. აღნიშნული კამერებით ფიქსირდება პოლიციელების ურთიერთობა მოქალაქეებთან, დანაშაულის მომენტში შემთხვევის ადგილზე არსებული ვითარება და ა.შ.