საქართველოს იუსტიციის მინისტრი აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ხელმძღვანელს შეხვდა. თეა წულუკიანისა და რობერტ მიულერის შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა, რომელსაც აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი დაესწრნენ.
მთავარმა პროკურორმა მთავარი პროკურატურის არჩევნების შემდგომ საქმიანობაზე ისაუბრა და ის მექანიზმები მიმოიხილა, რომელთა მეშვეობითაც მთავარ პროკურატურაში წარსულის საქმეების გამოძიება ხდება, ისეთის, როგორიც, მაგალითად, ციხის სკანდალია, და გრძელდება ბრძოლა დანაშაულთან, მათ შორის, სამოხელეო დანაშაულისა და კორუფციის სფეროში. აღინიშნა, რომ ხელისუფლების ცვლილებისას ახალ მთავრობას მთავარ პროკურატურაში სულ 33 გამომძიებელი და 333 პროკურორი დახვდა, რის გამოც დადგა კადრების შევსებისა და გადახალისების საჭიროება.
რობერტ მიულერმა ყველაზე მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხზე იუსტიციის მინისტრსა და მთავარ პროკურორს თავისი გამოცდილება გაუზიარა.
