ლოპოტის ხეობაში, კერძოდ, ლაფანყურში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად მაშინ შსს-მ გაავრცელა ცნობა, რომ მოკლული იქნა დივერსანეტების ჯგუფის 11 წევრი, რომელთა ნაწილი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები იყვნენ ჩრდილოეთ კავკასიიდან.
ლაფანყურის სპეცოპერაციის დეტალებს ამჯერად ღარიბაშვილის უწყება იძიებს, პროკურატურასთან ერთად. ამ საქმის ალტერნატიული, საპარლამენტო კომისიის მიერ გამოძიებას ითხოვს საქართველოს სახალხო დამცველი.