ტყის ხანძრების მონიტორინგის მსოფლიო სისტემის (Global Forest Fire Watch) ბაზაში მხოლოდ 2017 წლის 16-23 აგვისტოს მდგომარეობით საქართველოდან 366 შეტყობინებაა აღრიცხული.
შეტყობინება შესულია 10 რეგიონიდან: აფზახეთიდან, აჭარიდან, იმერეთიდან, კახეთიდან, ქვემო ქართლიდან, მცხეთა-მთიანეთიდან, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, შიდა ქართლიდან. ასევე, სიაში შეტყობინებების რაოდენობით ცალკე მოხვდა დედაქალქი – თბილისი.
ამავე პერიოდში დაფიქსირებული ხანძრების რაოდენობების მიხედვით რეგიონული განაწილება ასე გამოიყურება:
[yellow_box]როგორ იცვლებოდა ტყის ხანძრების დინამიკა 2012 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 23 აგვისტომდე:[/yellow_box]
[red_box]როგორ იცვლებოდა ტყის ხანძრების დინამიკა კონკრეტულ რეგიონებში:[/red_box]
სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი შემთხვევა 2012 წლიდან დღემდე, (822 შემთხვევა) 2015 წელს დაფიქსირდა:
ტყის ხანძრების მონიტორინგის მსოფლიო სისტემა იყენებს NASA-ს სატელიტებიდან მიღებულ ინფორმაციას. სატელიტებზე განთავსებული სენსორული დეტექტორები ინფრაწითელი სპექტრული ზონიდან იღებს ხანძრის მახასიათებლებზე ინფორმაციას. როდესაც ხანძარი დაფიქსირდება, სისტემა ადგენს იმ არეს, რომელშიც ხანძარი ჩნდება და გასცემს “შეტყობინებას” (Alerts). იქიდან გამომდინარე, რომ სატელიტები დედამიწის ორბიტას დღეში ორჯერ გადიან, მიღებული შეტყობინებები რეალურ დროსთან მხოლოდ მიახლოებულია. ხანზარზე შეტყობინებები NASA-ს FIRMS-ის ვებზე სატელიტით მიერ დაფიქსირებიდან და 3 საათის განმავლობაში ქვეყნდება.
როგორც ორგანიზაციაში ირწმუნებიან ხანძრის დეტექტორის სიზუსტე უკვე დამტკიცებულია. ის პირველად MODIS-ის სატელიტისთვის შეიქმნა. ალგორითმი, რომლითაც ის ფუნქციონირებს ასევე ამცირებს ცრუ ინფორმაციის მიღების შანსებსაც – მაგალითად მზის სიმხურვალე, წყლის ბზინვარება, ცხელი უდაბნო და სხვა გარემო პირობები. როდესაც სისტემა ვერ იღებს საჭირო რაოდენობის ინფორმაციას ხანძრის კერის შესახებ, ის ინფორმაციას აღარ ამუშავებს.