სვანეთში უცხოელი ტურისტი დაიღუპა

შსს-ს ინფორმაციით, დღეს, 23 აგვისტოს, ერთ-ერთ მწვერვალზე ასვლის დროს უცხოელი ტურისტი ქვათაცვენაში მოჰყვა და დაიღუპა.

უწყების ცნობით, გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.