დუშეთში მეორე დღეა ხანძრის კერებს აქრობენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, დუშეთში ისევ ხანძარია.

სააგენტოს ცნობით, ხანძრის მცირე კერებია დარჩენილი, ადგილზე მობილიზებულია 25 მეხანძრე, რომლებიც რთულ რელიეფზე მუშაობენ.

რთული რელიეფის გამო ტექნიკის გადაადგილება ვერ ხერხდება და ცოცხალი ძალის საშუალებით აქრობენ ხანძარს, განმარტავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

ხანძარი დუშეთის მუნიციპალიტეტში 22 აგვისტოს გაჩნდა, თუმცა სააგენტოში აცხადებდნენ, რომ ხანძრის ლიკვიდაცია მოახერხეს.