პრეზიდენტი ბორჯომის ხეობაში ვითარებას ეცნობა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბორჯომის ხეობაში ჩავიდა. მარგველაშვილი ამ წუთებში საგანგებო სიტუაციების საველე შტაბში იმყოფება. ის ადგილზე ეცნობა, თუ რა ვითარებაა ხეობაში და როგორ მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ბორჯომის ხეობაში ასევე იმყოფებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და ხელისუფლების სხვა წევრები.

ბორჯომში მეოთხე დღეა ხანძარს ებრძვიან. დღეს დილიდან ხანძრის ჩაქრობაში 7 ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი ჩაერთო.