თიანეთში, ჟინვალის მისადგომებთან ხანძარი გაჩნდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო “ნეტგაზეთთან” აცხადებს, რომ დამწვარია ბალახის საფარი. დამწვარი ტერიტორიის ფართობი დაახლოებით 1 ჰექტარს მოიცავს .

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებით, ადგილზე მუშაობს 25 მაშველი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა ღია წვა არ მიმდინარეობს. 

ხანძარი თიანეთში

ხანძარი თიანეთში