2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდება

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქომბერს ჩატარდება. ზუსტი თარიღი პრეზიდენტმა დღეს დაასახელა. ბრძანებას უკვე დაეთანხმა პრემიერ-მინისტრიც.

2017 წლის არჩევნებზე თვითმმართველი ქალაქები საკრებულოს წევრებს, თავმჯდომარეებსა და ქალაქების მერებს აირჩევენ.

კანონში ცვლილების შედეგად, 12 ქალაქიდან თვითმმართველი ქალაქის სტატუსი 5-მა შეინარჩუნა, ხოლო 7 თვითმართველი ქალაქი და თვითმმართველი თემი გაერთიანდეა და ერთ მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბდა. თავდაპირველად კანონს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, მაგრამ პარლამენტმა თვითმმართველობის კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. კანონპროექტს ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია კრიტიკულად აფასებდნენ.