თბილისის მერიის ინფორმაციით, პეკინის ქუჩაზე მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 22 აგვისტოს, 15:00 საათიდან 00:00 საათამდე, ყაზბეგის გამზირიდან პეკინის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

ყაზბეგის გამზირიდან პეკინის ქუჩაზე მოსახვედრად როგორც კერძო, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს გამრეკლის და შემდეგ მიცკევიჩის, ცინცაძის ან ბახტრიონის ქუჩების გავლით.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *