გიორგი კვირიკაშვილი ბორჯომშის მუნიციპალიტეტში გაემგზავრა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაემგზავრა, სადაც სოფელ დაბასთან, ტყეში ძლიერი ხანძარია –  ამის შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში მოგვაწოდეს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ნეტგაზეთს განუცხადეს, სახანძრო-სამაშველო სამუშაოებს ძლიერი ქარი, რთული რელიეფი და დაკვამლიანება ართულებს.

პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, ბორჯომში არის შექმნილი ხანძრის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბი, ადგილზე არიან შინაგან საქმეთა მინისტრი და ინფრაქტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრიც.