ალექსი პეტრიაშვილი ევროინტეგრაციაში წინა მთავრობის წვლილის შესახებ

მან საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრირების შანსები პოზიტიურად შეაფასა და ამ საქმეში წინა ხელისუფლების მიერ გაწეულ სამუშაოზეც ისაუბრა.

 

“მე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ კონკრეტული მიმართულებებით წარსული ხელისუფლება ასევე არ იშურებდა ძალისხმევას ნამდვილად. როგორც ევროატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრს, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ევროპასთან, ევროკავშირთან მიახლოების თვალსაზრისით წარსულმა ხელისუფლებამ მოლაპარაკებებში პროგრესისთვის მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა”, – განაცხადა მან.